ტრანსფორმაცია | განახლება | აღდგენა | წმენდა | გარდაქმნა | დასვენება | გათავისუფლება | სიმშვიდე | ჰარმონია |

სიტყვებით ხშირად შეუძლებელია აღწერო ის, რაც სინამდვილეში ხდება. სწორედ ასეთი გამოცდილებაა ჩვენი რეთრითი -  იქ, სადაც პროგრამა მხოლოდ გეგმა არ არის, და სივრცე მხოლოდ ლოკაცია არაა. ეს არის ადგილი, სადაც ყოველ დეტალს თან სდევს სიღრმე, სითბო და განზრახვა.



სიხარულით გიზიარებთ ამ სიღრმისეულ და თერაპიულ გამოცდილებას, რომელიც RETREATBILISI-სა და საოცარ ლიკა ევგენიძეს შორის თანამშრომლობით ხორციელდება. ეს კოლაბორაცია არ არის მხოლოდ პროგრამების გაერთიანება — ეს არის საერთო განზრახვა, სიყვარული, სიჩუმე და პროფესიული ხედვა, რომელიც მიმართულია ერთიან მიზანზე: შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ხვდება – რბილად, მშვიდად და ჭეშმარიტად. გვჯერა, რომ ამ შეხვედრაში ერთიანდება სიჩუმე, ხმა, მოძრაობა და სიწმინდე — ყველაფერი, რაც გვეხმარება შინ დაბრუნებაში.


ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა სიჩუმეს, გათავისუფლებას, შინაგან მდუმარებასა და ნამდვილ ურთიერთობას საკუთარ თავთან. ვეცდებით, რომ ამ ტექსტით ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ ის ატმოსფერო, პროგრამა და ენერგია, რომელიც თქვენთვის შევქმენით - რადგან ეს არა უბრალოდ რეთრითი, არამედ შინ დაბრუნების გამოცდილებაა.
რეთრითი - „განდეგილის სტადია“ ახასიათებს თვითდაკვირვებისა და ნებაყოფლობითი მარტოობის ფაზას. ამ ფაზის განმავლობაში, ინდივიდი თავს არიდებს გარე სამყაროს ყურადღების გამფანტველ ფაქტორებს, რათა გააღრმავოს ახალი გაგება და გააძლიეროს სულიერი კავშირი. ამ დროის განმავლობაში, “განდეგილი” უფრო მეტ სიახლოვეს ამყარებს საკუთარ შინაგან „მესთან“ და უფრო ღრმა კავშირს ღვთაებრივთან. ეს არის უწყვეტი სწავლისა და სულიერი პრაქტიკების დანერგვის დრო.


რეთრითი ემსახურება:

  • სხეულის განწმენდას და დამშვიდებას
  • გონების დამშვიდებას ყოველდღიური ხმაურისგან
  • ემოციებთან ცნობიერ ურთიერთობას
  • მექანიკურობისგან გათავისუფლებას და სინამდვილის შეგრძნებას
  • ჯგუფური თანაზიარობის გამოცდილებას უანგაროდ და უპირობოდ



    წარმოგიდგენთ ტრანსფორმაციულ და თერაპიულ კვირას პორტუგალიის სანაპიროზე – სადაც სხეული ისვენებს, გონება მშვიდდება, ხოლო სული იწყებს საუბარს.

📍 ადგილმდებარეობა: São Bernardino, პორტუგალია
 🏡 აუზიანი ვილა ოკეანის ხედით, სიმწვანეში, ახლოს თერაპიულ კლდოვან სანაპიროებთან
 🏄‍♀️ ბალეალის და პენიშეს კლდოვან სანაპიროებზე – სერფინგით და სეირნობით 
ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს გათავისუფლება ყოველდღიური ხმაურისგან, ემოციებთან დამეგობრება, სიჩუმეში სუნთქვა და თავისი ჭეშმარიტი ბუნების აღმოჩენა.


პროგრამის დეტალური აღწერა

🔹 სულიერი და თერაპიული საუბრები ლევან მათითაშვილთან
შეაბიჯეთ ღრმა სიჩუმეში, სადაც შესაძლებელი ხდება ისეთი საკითხების დანახვა, რომლებიც ხშირად ფარულად მართავენ ჩვენს ყოველდღიურობას. ეს შეხვედრები არ არის სწავლება ან უბრალოდ თეორიული ლექციები..
საუბრების ძირითადი თემატიკა:

  • აზრებთან, ემოციებთან და წარსულ გამოცდილებებთან მიჯაჭვულობები

  • კონტროლისა და შიშის მექანიზმები

  • ეგზისტენციალური შეკითხვები: ვინ ვარ მე სინამდვილეში? საიდან მოვდივარ და სად მივდივარ? როგორია ჩემი ბუნება, როდესაც არ ვთამაშობ როლს?

🔹 ბგერითი თერაპია ლიკა ევგენიძესთან ერთად
 ხმის ვიბრაცია მოქმედებს როგორც ემოციურ, ასევე ფიზიოლოგიურ სისტემებზე. თერაპია იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც ათავისუფლებს სხეულსა და გონებას დაძაბულობოსგან. ბგერა მოქმედებს უჯრედულ დონეზე – აღადგენს ჰარმონიას და ხსნის შინაგან დაძაბულობას.
🔹 The School of Life-ის ბარათების სესია თეა კერესელიძესთან ერთად
ეს არის გაზიარებებზე დაფუძნებული სესია, რომელიც გვეხმარება დავუსვათ საკუთარ თავს და ერთმანეთს ხშირად პასუხგაუცემელი კითხვები: სიყვარულზე, საკუთარი თავის გამოხატვაზე, მიზნებზე, დანაშაულის გრძნობაზე, მარტოობაზე... სესია აძლიერებს გახსნილობას, თვითანალიზს და ჯგუფურ თანაგრძნობას.
🔹 ლილას ბარათების სესია Daria & the Ocean-სთან ერთად
ლილა – "ცხოვრების თამაში" – ინტუიციური ბარათების სესია, რომელიც რთული ფსიქო-სულიერი გზების რუკას გვთავაზობს. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაინახონ შიგნიდან საკუთარი ცხოვრების სცენარი, გაუგონ საკუთარ რეაქციებს, დაეხმარონ ერთმანეთს საკუთარ ნაბიჯებს ცნობიერად შეხედონ.
🔹 სავსე მთვარის რიტუალი ცეცხლთან
ცეცხლი როგორც გარდაქმნის სიმბოლო, მთვარე როგორც ემოციური გრძნობების სარკე – ამ რიტუალით ვუშვებთ ძველ ტვირთს, ვივსებით მადლიერევით და ვამანიფესტიტებთ ახალ გზას. ეს არის ცერემონიული პროცესი – სიტყვით, სიჩუმით, წერით და სიმბოლიკით.
🔹 სადჰუ ბორდი ლუკა როგავასთან ერთად (ლურსმნებზე დგომა)
სხეულის კონტროლის და ტკივილის მიღების პრაქტიკა. სადჰუ ბორდზე დგომა არის ღრმა თერაპიული პროცესი, რომლის დროსაც ტკივილის დახმარებით შენ რჩები მომენტში, აქ და ახლა, სრულიად გულახდილი საკუთა თავთან და გეძლევა შესაძლებლობა თავად გასცე პასუხები შენთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან შეკითხვებს, მიიღო ახალი გადაწყვეტილებები და მიმართო შენი ენერგია სწორი მიმართულებით.
🔹 იოგა / მედიტაცია / კრია ლუკა როგავასთან ერთად
დილები იწყება სხეულისა და გონების რბილი გაღვიძებით – იოგას, სუნთქვითი, კრია-ს პრაქტიკითა და ღრმა მედიტაციით. დილის იოგა მოგეხმარება სხეულთან ცნობიერი კავშირის დამყარებაში. სუნთქვითი პრაქტიკები ხელს უწყობს ენერგეტიკული სხეულის წმენდას და სასიცოცხლო ენერგიის ჯანსაღ ცირკულაციას. მედიტაციური პრაქტიკებით ვამშვიდებთ გონებას და ვათავისუფლებთ მას არასაჭირო აზრებისგან. კრია პრაქტიკები კი დაგეხმარებათ ღრმა ემოციურ წმენდაში.
🔹 ოშოს დინამიური მედიტაცია ლუკა როგავასთან ერთად
ეს არატრადიციული, აქტიური პრაქტიკა მოიცავს სუნთქვას, მოძრაობას, ემოციებისგან დაცლას (ხშირად ყვირილის მეშვეობით), ღრმა სიჩუმეს და ინტუიტიურ ცეკვას. მისი მიზანია – გაიწმინდო ჩახშობილი ემოციებისგან, შექმნა შიგნით სიცარიელე და შემდგომ ეს სიცარიელე შეავსო ახალი, შემოქმედებითი ენერგიით.
🔹 სერფინგის გაკვეთილი ბალეალის სანაპიროზე
სერფინგი არ არის მხოლოდ სპორტი – ეს არის მოძრაობის მედიტაცია. ტალღაზე დგომის სწავლა ბუნებასთან შერწყმისა და სიმდაბლის გაკვეთილია. ხშირად სწორედ ამ პროცესში ვხვდებით, რომ კონტროლზე ხელის გაშვება – ნდობას გვასწავლის.
🔹 ექსკურსიები: ბალეალი, პენიშე, ბუდა პარკი
კლდოვანი სანაპიროები, უჩვეულო სილამაზე და მისტიკა. ამ ჯადოსნური ადგილების მონახულებისას თქვენ თავისთავად აღმოჩნდებით მედიტაციურ განწყობაზე.
🔹 კვება – ვეგეტარიანული, ორჯერადი 
ჯანსაღი, ბალანსირებული საკვები ხელს უწყობს პრაქტიკების ინტეგრაციას და სხეულის მსუბუქი მდგომარეობის შენარჩუნებას.




და ბოლოს – რას მიიღებ ამ რეთრითიდან?

  • დასვენებულ, გაწმენდილ სხეულს და გონებას
  • მსუბუქ და საღ ცნობიერებას
  • სიღრმისეულ კავშირს საკუთარ თავთან, ადამიანებთან და სამყაროსთან
  • იმ შინაგან მდგომარეობას, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ – მაგრამ გულში და სხეულში დაგრჩება
  • შემცირებული სტრესი და შფოთ
  • გაუმჯობესებულ კონცენტრაციის უნარს
  • ემოციური ტრავმებისგან გათავისუფლებას
  • ბიო-ფსიქო-სოციო-სულიერი ნაწილების დაბალანსებას
  • ახალ ხედვას და მიზნებს, რომლებიც უფრო ცხადი იქნება ვიდრე აქამდე. 


რეთრითის ღირებულება

💶 1950 ევრო
 ღირებულებაში შედის:

  • ტრანსფერი აეროპორტიდან და უკან
  • ცხოვრება აუზიან ვილაში (განთავსება ხდება 2 ადგილიან ოთახშებში)
  • ჯანსაღი კვება (ორჯერადი)
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა 

არ შედის:
 ✈️ ავიაბილეთები
 🩺 სამოგზაურო დაზღვევა

რეთრითზე დაგხვდებათ როგორც ჯგუფური აქტივობები, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური საუბრები.

სულიერ პრაქტიკებში ოკეანის დატვრითვა სიმბოლურად ნიშნავს მთლიანად გადაბარებას უსაზღვრო და ძლიერ ძალას — საკუთარი ეგოს დათმობას, კონტროლის გაშვებასა და სიცოცხლის ნაკადთან შერწყმას ისე, როგორც ტალღა ხდება ოკეანის ნაწილი. 


🌕 სექტემბრის სავსე მთვარე — გარდამავალი ენერგიის ფაზა

რეთრითის მიწურულს, 7 სექტემბერს, გვექნება სავსე “სიმინდის მთვარე” ის ერთგვარი გარდამავალი პორტალია. გვიძღვება ზაფხულიდან  შემოდგომისკენ და გვთავაზობს შესაძლებლობას, დავემშვიდობოთ იმ ოცნებებსა და ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს გულში აღარ ბინადრობენ — რათა ადგილი დავუთმოთ ახალ ხედვებს, შინაგან სიმშვიდესა და ღრმა შინაგან კავშირს საკუთარ თავთან.
მისი ოქროსფერი ელვარება ბუნების გზავნილია — ზაფხულის დასრულების და შემოდგომის დადგომის აღსანიშნავად. ის გვეპატიჟება, რომ ბოლომდე შევიგრძნოთ თბილი ამინდის ბოლო საღამოები და თანდათან გავემზადოთ იმ მყუდრო და თბილი დღეებისთვის, რაც წინ გველის. ამ სავსე მთვარეს შეუძლია, თვალები აგიხილოს იმ ტყუილებზე, რომლებიც აქამდე ვერ შეგინიშნავს და დაგანახოს სიმართლე, რომელსაც ვერ აღიქვამდი.ეს მთვარე განსაკუთრებით ძლიერია სულიერი მუშაობისთვის, გათავისუფლების რიტუალებისთვის, ენერგიის გასასუფთავებლად და ახალი მიზნების დასახვისთვის. სწორედ ამიტომ, რეთრითის ეს პერიოდი იდეალურია სიჩუმის, დაკვირვების, და სხეულისა და სულის სინქრონიზაციისთვის.


თუ შენც გინდა შემოუერთდე ამ სიღრმისეულ და ოჯახურ სივრცეს, მოგვწერე რეგისტრაციისთვის პირადში ან დაგვიკავშირდი: 

📌 ადგილების რაოდენობა: 10
რეთრითზე ადგილი შეზღუდულია. დასაჯავშნად საჭიროა წინასწარ თანხის გადახდა – 600 ევრო.

🔒 გაუქმების პირობები:
თუ გააუქმებთ ჯავშანს 15 აგვისტომდე, გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ. 15 აგვისტოს შემდეგ, წინასწარი გადახდა არ დაბრუნდება.

❗️თუ რაიმე მიზეზით რეთრითი გაუქმდა ჩვენი ორგანიზატორების მხრიდან, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

WhatsApp +351 938 534 658 | Email: info@retreatbilisi.com


RETREATBILISI & LIKA EVGENIDZE

👉 ჩვენი რეთრით სივრცე ეფუძნება ერთ კონკრეტულ ფილოსოფიას – იგი არ არის არც თერაპია, არც რწმენა, არამედ სიჩუმის, თანაზიარობისა და გათავისუფლების გზა. წესებისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ფაილზე: